სასტუმრო „რუმსთან“, სადაც ვლადიმიერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან,  ავტობუსი შევიდა, რომელსაც აქტივიტებმა კვერცხები ესროლეს

სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმიერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, ავტობუსი შევიდა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ავტობუსით უნდა დატოვონ მათ სასტუმროს ტერიტორია.

ავტობუსთან პოლიციამ კორდონი გააკეთა და ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები სასტუმრო "რუმსში" არიან დაბინავებული. "რუმსის" ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი", რითაც მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეურაცხყოფა მიაყენა და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

იხილეთ ვიდეო:აქციის მონაწილეები ავტობუსს, რომლითაც რუსი ჟურნალისტი უნდა გაიყვანონ, კვერცხებს ესვრიან

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა