საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 712 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 712 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 922 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 790 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 499 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 282 260-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.74 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.75 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.64 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 437 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 273 604-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 785 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 499 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 65, ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 23, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 19, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 845, საიდანაც:

1 685 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 791, აჭარაში - 229, იმერეთში - 271. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 325 პირი, მათ შორის, თბილისში - 141, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 67 პირი, მათგან თბილისში - 45, აჭარაში - 2, იმერეთში - 6. 265 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 195 - თბილისში, 65 - აჭარაში. 2 895 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 10.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 930 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 293 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 645 პირი, აჭარაში - 1 144, იმერეთში - 878.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის