ალეკო ელისაშვილი - ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა

ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა პოზნერს და პირიდან ლუკმა გააგდებინა,- ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

მისივე თქმით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მათ თავისუფლად დაადგილების საშუალება მიეცათ, ხელისუფლების მიმართ ეჭვები ჩნდება და საჭიროა, რომ მათ დეტალურად ახსნან, რატომ ხდებოდა მათი თავისუფალი გადაადგილება.

ამასთან, ელისაშვილი მიიჩნევს, რომ შსს-მ იმ 41 დაჯარიმებული პირის ვინაობაც უნდა გაასაჯაროვოს და ქართველი სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, რამდენად იყვნენ მათ შორის ადამიანები, ვინც მანამდე საქეიფოდ ცხინვალსა და სოხუმში დადიოდნენ და ახლა "ასე ლაღად საქართველოში შემოვიდნენ."

"მე პირადად არ ვყოფილვარ აქციაზე, რადგან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე ღამე მქონდა ემოციურად, ვერ ვინელებ იმ უპასუხისმგებლობას და გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ აბსოლუტურად სოლიდარული ვარ იმ პროტესტის მიმართ, რაც გუშინ გაიმართა. ჯერ კიდევ ანდროპოვს ჰქონდა დამოკიდებულება და საქართველოს ეძახდა "იუჟნაია შაშლიჩნაიას", სახელმწიფოდ არ აღიქვამდა მაშინ საბჭოთა საქართველოს და მიაჩნდა და დღემდე მიაჩნიათ რუსებს, როგორც ჩანს, რომ შეიძლება აკადრო ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ, დააბრალო მაგალითად, ომის დაწყება, შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკები გაჩერდნენ შუა გზაზე და თბილისამდე ვერ მოვიდნენ, ამის შემდეგ ჩამოხვიდე “იუჟნაია შაშლიჩნაიაში”, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ და გემრიელად მოილხინო,"- აცხადებს ელისაშვილი.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უნდა იყოს უფრო ყურადღებით და ჰქონდეს რეაგირება.

"სანამ აქცია არ დაიწყო, მანამდე ხომ არ მივიდა ინსპექცია და ის ღრეობა ხომ არ დააჯარიმა? მხოლოდ ამბავი რომ ატყდა, ამის შემდეგ დააჯარიმეს. კორონა რეგულაციები ჩვეულებრივ ხალხზე თუ ვრცელდება, მაშინ რატომ არ უნდა ვრცელდებოდეს ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხმყოფელ პოზნერზე და მის ამალაზე?!"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა