ირაკლი ღარიბაშვილი - უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო

ჩვენ არ გვექნება დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მნიშვნელოვანი პროექტები აქვს დაწყებული და ორიენტირებული სწორედ მათ განხორციელებაზე იქნება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლას არ ცდილობს, სადაც ნებაყოფლობით, სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა აღვნიშნო, რომ მათ არც გამბედაობა და არც გონიერება არ ეყოთ, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია. უფლებას ვიტოვებთ, ამ ახირების განხილვაზე დრო არ დავკარგოთ და მთლიანად ორიენტირებული ვიყოთ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს აწუხებს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს კვირებში. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი 30 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული 5 პუნქტიანი დოკუმენტი გააცნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე