პრემიერი - ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია

ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ოპოზიციაში ცდილობენ, სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპა კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს“.

„ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი მეგობრების, შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის ძალისხმების. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო. ევროპა კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს, ეს კი ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს