საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა თიბისი ბანკის პროგნოზი გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და მას „სტაბილურის“ სტატუსი მიანიჭა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) კი, კვლავ “BB” - ზე დაადასტურა. ამის შესახებ ინფრომაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სტაბილური პროგნოზი თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელზე კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემცირებულ ზეგავლენას ასახავს.

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკი არსებულ გამოწვევას კაპიტალის ჯანსაღი ბუფერით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდა. შესაბამისად, Fitch Ratings-ის მოლოდინით, თიბისი ბანკის მომგებიანობა საკმარისი იქნება პანდემიის შედეგად მიღებული შესაძლო საკრედიტო დანაკარგების ასათვისებლად, ისე რომ ბანკის ფინანსურ პროფილს საფრთხე არ შეექმნას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო