სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი - ჩვენს სამსახურს დანაშაულის შესახებ შეტყობინებათა 34% დაუყოვნებლივ არ მიწოდებია

2020 წელს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ პოტენციური დაზარალებულებისა და რიგ შემთხვევებში სახელმწიფო უწყებების მიერ, შესაძლო დანაშაულების შესახებ შეტყობინებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ არ მოეწოდება. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას.

„დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 66% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სამი დღის ვადაში, 33% - ერთ კვირის ვადაში ან უფრო გვიან, ხოლო 1%-ის შემთხვევაში უცნობია ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღი.

შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა უწყებას უნდა ავალდებულებდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამსახურს, ასევე, აცნობონ მის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიების დაწყების ან/და მიმდინარეობის შესახებ.

საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის სამსახურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოიხსნას კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასა და სატელეფონო ზარებზე“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო