ნიკოლოზ სიმონიშვილი - საია ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება, რომელიც შეეხება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ამ საკითხზე გამოძიების არაეფექტურობას

საია დღეს ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება, იმ საქმეში, რომელიც შეეხება 2 წლის წინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების არაეფექტურობას, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო ორგანოები არაფერს არ აკეთებენ, რაც ეჭვს ბადებს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების დაინტერესებაა.

„საია დღეს ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება. იმ საქმეში, რომელიც შეეხება 2 წლის წინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების არაეფექტურობას. 2 წელია უკვე ვხედავთ, რომ გამოძიება ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო დაადგინოს. მართალია, შემდგომ გავრცელებასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო საკითხია.

საგამოძიებო ორგანოები არაფერს აკეთებენ და ჩვენ ეს გვიჩენს ეჭვს, რომ სწორედაც ხელისუფლების დაინტერესებაა ამ ყველაფერში. ძალიან მნიშვნელოვან სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე! ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს. ჩვენ მსგავს ქმედებებს ვგმობთ და ვფიქრობთ, რომ ეს საქმე ძალიან სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული.

ჩვენ თუ ვნახავთ, რომ საგამოძიებო ორგანოები არაეფექტური იქნებიან და კვლავაც არ გამოიძიებენ და პირველ წყაროზე ვერ გავლენ, უკვე შემდგომ ნაბიჯების გადადგმაზე ვიფიქრებთ და უკვე სხვა ინსტანციებს მივმართავთ", - განაცხადა სიმონიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:საია ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებას და ამ საკითხზე გამოძიების არაეფექტურობას ეხება

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა