გიგი წერეთელი ღარიბაშვილის განცხადებაზე - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, რომ ყველაფერი სხვას დააბრალოს

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, რომ ყველაფერი დააბრალოს სხვას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უფლებას იტოვებს ოპოზიციის ახირებას არ აყვეს და უშინაარსო მოლაპარაკებებზე დრო აღარ დაკარგოს.

წერეთლის აზრით, ღარიბაშვილის პოზიცია კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„რას ნიშნავს ახირება? ახირებაა პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულება ან იგივე ახალ არჩევნებზე საუბარი, რომელმაც უნდა მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა? ამ სტილში საუბარი, რომ ჩვენ არ ვილაპარაკებთ ამ ხალხთან და ვილაპარაკებთ სხვებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, ნიშნავს ამ კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას. საერთოდ გაუგებარია განცხადება, „ახლა ვიქნებით ფოკუსირებული ხალხის პრობლემებზეო“. აბა, აქამდე რას აკეთებდა მთავრობა? საერთოდ რას უნდა აკეთებდეს, თუ ხალხის პრობლემებზე არ იქნება ფოკუსირებული“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის პოზიციას ახირება უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს. „უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო