ლევან იოსელიანი - პრემიერი შეთანხმების შესაძლებლობას ხელს არ უნდა უშლიდეს, არ მგონია, არჩილ თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ დროის კარგვაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს

პრემიერ-მინიტრი არ უნდა უშლიდეს ხელს შეთანხმების შესაძლებლობას, არ მგონია არჩილ თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ დროის კარგვაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადება შეთანხმების პროცესს ხელს ვერ შეუწყობს.

"მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და ვინც ფიქრობს, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს აზრი, მგონი ძალიან ღრმად ცდება, რადგან ასე არ ფიქრობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და ისინი ფიქრობენ, რომ მოლაპარაკება უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ დაიკავოს ადგილები პარლამენტში, ეს იყო ბოლო გზავნილი, რომელიც მათ გააჟღერეს. ბატონი ღარიბაშვილის განცხადება არ უწყობს ხელს ან პროცესს და პირიქით, აზიანებს ჩემი აზრით იმ შესაძლებლობას, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული. ჩვენ ვნახეთ, რომ არის პუნქტები, სადაც შეთანხმება მიიღწა და არის რესურსი, რომ იმ ორ პუნქტზეც იქნას პოზიციები დაახლოებული, ამიტომ პრემიერ-მინიტრი არ უნდა უშლიდეს ხელს შეთანხმების შესაძლებლობას. ღარიბაშვილი არც ყოფილა ჩართული მოლაპარაკებებში, პარლამენტის თავმჯდომარე იყო და მისი მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს ისევ, არ მგონია ბატონი თალაკვაძე ფიქრობდეს, რომ დროის კარგვაა და აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს,"- განაცხადა იოსელიანმა.

პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს შეთანხმების მისაღწევად.

„ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგად. ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში იყო წარმოდგენილი, გვქონდა შემხვედრი პოზიცია კომპრომისული, კონსტრუქციული, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს