გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების განხორციელების შედეგად, დასასვენებელი, ფიტნეს ზონა და სპორტული მოედანი მოეწყობა. დაიგება ბალახი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ღია სივრცის ტენისის მაგიდა, განთავსდება სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ამჟამად, გამგეობა სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

ამასთან, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა