შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არანაირი აქტიური მოლაპარაკება ოპოზიციასთან არ გვაქვს, არათუ ჩვენ შევწყვიტეთ, თქვენ ნახეთ, დანიელსონმაც შეწყვიტა საკუთარი ვიზიტი და დაბრუნდა უკან ბრიუსელში

ჩვენ არანაირი აქტიური მოლაპარაკება ოპოზიციასთან არ გვაქვს, არათუ ჩვენ შევწყვიტეთ, თქვენ ნახეთ, დანიელსონმაც შეწყვიტა საკუთარი ვიზიტი და დაბრუნდა უკან ბრიუსელში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა მიხედოს არა ოპოზიციის შექმნილ ხელოვნურ, არამედ რეალურ პრობლემებს, როგორიც არის პანდემია, ვაქცინაცია და ა.შ.

„დღეისათვის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს და სხვათაშორის, სწორედ ამას შეეხება პრემიერის განცხადება. 5 თვე გავიდა უკვე არჩევნების შემდეგ და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ საკუთარი დღის წესრიგი მოახვიონ ქვეყანას, შექმნან ხელოვნური კრიზისი, რომელიც მათ შორის, დამტკიცდა იმით, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი საერთოდ არ წამოადგინა მედიატორმა, ეს ნაწილი დახურულია ევროპისთვის, ამერიკისთვის და ჩვენთვისაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ ხელოვნური კრიზისია, ეს გაშიშვლდა იმ საღამოს, როცა ოპოზიციამ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა, დოკუმენტი დაიწუნა და „კოჭლი დოკუმენტი" უწოდა. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს, რაც გვაქვს და არა ხელოვნურ პრობლემებს, რომელსაც ოპოზიცია ქმნის,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის პოზიციას ახირება უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს. „უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა