სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - აღსანიშნავია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნების დროულად მომზადების დადებითი ტენდენცია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 232 პირის მიმართ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზიდან დასკვნა 204 პირზეა (88% მიღებული). ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან ექსპერტიზის დასკვნების დროულად მომზადებასთან დაკავშირებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება.

„ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარების ვადები. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ძირითადად, მიღებულია ექსპერტიზის დანიშვნიდან 60 დღის ვადაში. ექსპერტიზის დროულად ჩატარება პირდაპირ კავშირშია ეფექტიან გამოძიებასთან. შესაბამისად, ამ მიმართულებით მდგომარეობის კიდევ მეტად გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ“,- აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა