გია ვოლსკი - ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, მეორე მხრივ კი, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია

გინდ პოზნერი იყოს, გინდ მიხალკოვი და ასტაფიევი, იქნება ის რუსეთის თუ აშშ-ს მოქალაქე, ჩემთვის პიროვნულად მიუღებელია და მის მიმართ უკიდურესად ცუდად ვარ განწყობილი, მაგრამ დაიხსომეთ, რომ ჩვენ თანამოქალაქეები გვყავს, ვინც საქართველოში ოკუპაცია დაუშვა და დღესაც ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი საქართველო არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ კარგი იქნებოდა პოზნერისათვის ვინმეს ეკითხა, დღეს რას ფიქრობს საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიმართ აქვს სულელური და მტრული გამონათქვამები.

„ნებისმიერი ადამიანი, გინდ 90 წლის ვლადიმერ პოზნერი იყოს, გინდ ნიკიტა მიხალკოვი, რომელსაც მასპინძლობდა და ტაშ-ფანდურით შეხვდა სააკაშვილი, ვინც ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ რამეს იტყვის და ასეთი პოზიციის მატარებელია, ჩემთვის არის არა მხოლოდ მიუღებელი, არამედ მის მიმართ მაქვს ადამიანური მიუღებლობა. მაგრამ ერთი მხრივ, აკეთებდე განცხადებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის, ხელს აწერდე, რომ ოკუპაციაში საქართველოა დამნაშავე, ხოლო მეორე მხრივ, გარბოდე და 90 წლის კაცს დასდევდე, არასწორია. სწორედ ეს ამახინჯებს გულწრფელ პროტესტს, რაც საქართველოს წინააღმდეგ აზრების მქონეს ადამიანების და ქვეყნების მიმართ არსებობს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალიტებთან საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო