გუბაზ სანიკიძე ღარიბაშვილის განცხადებაზე - რამდენჯერ თქვეს: დაკეტილია თემა, დახურულია, გადაშლილია ფურცელი და შემდეგ რამდენჯერ მოსულან ლეკვებივით

პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მედიაციის პროცესი უშედეგოდ არ დასრულებულა, რადგან შედეგად პარტნიორები მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ძალასთან კი არ აქვთ საქმე, არამედ ბანდასთან, რომელიც ყველაფერს კადრულობს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ამ დრომდე თავისი წესიერების ხარისხით საზღვრავდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მეტად ზედაპირულები იყვნენ და ახლა უფრო ღრმად ჩაიხედეს საკითხში.

„მედიაციას გადასარევი შედეგი აქვს, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორები ცოტა გამოერკვევიან, რა ხდება, როგორ ხდება. აქამდე თავისი წესიერების ხარისხით საზღვრავდნენ, რომ ორი მხარეა და რაღაცებში ვერ თანხმდებიან, მიკერძოებულები არ იყვნენ, უბრალოდ ზედაპირულები იყვნენ, სიღმეებს არ იცნობდნენ, ახლა უფრო გაერკვევიან, სიღრმეებში ჩაიხედავენ, მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ძალასთან კი არ აქვთ საქმე, „ქართული ოცნების“ სახით, არამედ ბანდასთან აქვთ საქმე, რომელიც ყველაფერს კადრულობს. ამიტომ ყველაფერი თავის ადგილზე დგება, არ არის ეს პროცესი უშედეგო, მშვენიერი შედეგია,“- განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა აღარ სურს, მაშინ საქმეს მიხედოს და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხი მოეთხოვება.

„აბა, ერთი ჩვენ გვკითხონ თუ არის საინტერესო მათთან ჯდომა, მიხედონ ქვეყანას, ხომ არიან მაგრები. მიდით ბიჭებო, ლარის კურსი გააჩერეთ! ხალხი დააპურეთ! გააკეთეთ, მიდით საქმე, თუ არადა, მერე პასუხს მოგთხოვთ აუცილებლად.

ეგეთი ბიჭები არიან, წინასწარ დააანონსებენ რაღაცებს და მერე უკან იხევენ ხოლმე, რამდენჯერ თქვეს დაკეტილია თემა, დახურულია, გადაშლილია ფურცელი და შემდეგ რამდენჯერ მოსულან ლეკვებივით. მათ ოპტიმიზმსა და მათ სიმყარეს დიდი გამოცდა ელის,“- განაცხადა სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა