თურქული მედია - სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაღუპულია 2 ადამიანი

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

იხილეთ ვიდეო:სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაღუპულია 2 ადამიანი - თურქული მედია კადრებს ავრცელებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა