შალვა პაპუაშვილი ვლადიმერ პოზნერზე - მესაზღვრე სიმპატია-ანტიპატიაზე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით

მესაზღვრე სიმპატია-ანტიპატიაზე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს.

მისი თქმით, პოზნერს და მის სტუმრებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდათ, ხოლო მათ მიერ კოვიდ რეგულაციების დარღვევას რეაგირება მოჰყვა.

"რაიმე სამართლებრივი საფუძველი მათი ქვეყანაში არშემოშვების არ არის, გარდა იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს პირადი სიმპატია, ანტიპატია და არის ძალიან ცუდი განცხადებები, რომელიც პოზნერს აქვს გაკეთებული, თუმცა მესაზღვრე სიმპატია-ანტიპატიაზე ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას შემოსვლა-არშემოსვლასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, მათი შემოსვლა სრულად კანონის ფარგლებში იყო. როგორც კი კანონი დაირღვა, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იყო - 2 ათასი ლარით დაჯარიმდა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. ასევე ის დაწესებულება დაჯარიმდა 10 ათასი ლარით, სადაც როგორც ჩანს, წვეულების გამართვა იყო დაგეგმილი,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა