“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შედეგად მიიღეს

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩავარდა და მის მისაღებად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა.

ორგანული კანონში ცვლილებების მისაღებად მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, თუმცა კენჭისყრის შედეგად ტაბლოზე 60 მომხრე დაფიქსირდა.

როგორც სესიაზევე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემას. ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემაც მომხდარი ტექნიკური პრობლემით ახსნა და როგორც განმარტა, პარლამენტის წევრები ბაზის გადატვირთვას და მასში ახალი წევრის შეყვანას ელოდნენ.

ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა განმეორებით ჩატარდა. “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები, მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღეს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა