ქართველი ინვესტორებისთვის და სტარტაპებისთვის MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი მასტერკლასს გამართავს

საქართველოში სტარტაპში ინვესტირების კულტურის გასაძლიერებლად, BTU-მ მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორის მასტერკლასი დაგეგმა.

BTU-ში არსებული გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, 2021 წლის მაისში დაგეგმილი ღონისძიების ფორმატში, ჟან ჰამონი ქართველი ინვესტორებისთვის და სტარტაპებისთვის სპეციალურ მასტერკლასს გამართავს.

ჟან ჰამონი აქტიური Angel ინვესტორია, რომელიც აშშ-ს სტარტაპ ეკოსისტემის უმაღლესი ჯილდოს, Hans Severiens Award-ის მფლობელია. მისი დაფუძნებულია მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორი LearnLaunch, Edinno, Quarry Technologies და AXON Networks. მისი, როგორც სერიული ანტრეპრენერის 20 წლიანი გამოცდილება მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას, Launchpad Venture Group-ის და Hub Angels-ის წევრობას და სხვა მრავალ აქტივობას ითვლის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის MIT-ს სამეწარმეო ქსელში, Martin Trust Center-ში გაწევრიანების შემდეგ, მასტერკლასზე დასწრება თავისუფალი იქნება ყველა რეგისტრირებული სტარტაპისა და ინვესტორისთვის. მასტერკლასის თემა, ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსების ფორმები, მათი საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაცია და განვითარებაა.

გლობალური სტარტაპ ფონდი BTU-ში დაფუძნებული ერთეულია, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის Angel ინვესტორებთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეს, ფონდი აერთიანებს ინვესტორებს აშშ-დან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა უკვე საქართველოდანაც. ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ფონდის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი, რომელმაც სტარტაპებისთვის ფინანსებთან წვდომის ხელშეწყობისთვის სპეციალური საინვესტიციო სესხი შექმნა.

ინვესტორებთან შეხვედრის მსურველი სტარტაპების შერჩევა მიმნდინარეობს მითითებულ ბმულზე რეგისტრაციის შემდეგ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო