"ბოლტ ფუდის" თანამშრომლები აქციას მართავენ

სპორტის სასახლესთან "ბოლტ ფუდის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და "ბოლტ ფუდის" გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში დაბრუნებაა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

"დღეს "ბოლტ ფუდის" ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები რიგით მე-4 აქციას ვმართავთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ "ბოლტ ფუდის" მხრიდან მოხდეს რაიმე სახის კომუნიკაცია და რეაგირება.

ასევე, ვითხოვთ, სამსახურიდან გათავისუფლებული კურიერების დაბრუნებას. ვითხოვთ, მოგვეცეს უფლება, რომ ვიმუშაოთ ამ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა, სასამართლოს მივმართავთ და სამართლებრივად ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის.

ამასთან, ჩვენი მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება, რითაც დავიწყეთ ეს აქციები, სამუშაო პირობების, ტარიფების და საბონუსე სისტემის გაუმჯობესება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება აქციებს გავაგრძელებთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი ქორიძემ.

ამასთან, "ბოლტ ფუდის" კურიერების აქციას სხვადასხვა საკვები ობიექტების წარმომადგენლები, პროფკავშირები და მოძრაობა "ხმა" შეუერთდა. ისინი მათ სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ "ბოლტ ფუდის" თანაშრომლების უფლებები ირღვევა და მათი ქმედება მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლების მიმართ არის უკანონო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა