სამინისტრო - ახალი, მაღალი წარმადობის მაღალტექნოლოგიური სისტემა სტიქიური მოვლენების პროგნოზირების ხარისხს გააუმჯობესებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ამინდისა და სტიქიური მოვლენების პროგნოზირების გაუმჯობესებისთვის, მაღალი წარმადობის, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემა შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სისტემა ამინდის პროგნოზის თანამედროვე მოდელების დანერგვის საშუალებას იძლევა.

„აღნიშნული, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პროგნოზირების ხარისხს და სპეციალისტებს მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ მაღალეფექტიანი ადრეული შეტყობინების სისტემების შექმნის საშუალებას მისცემს. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემა, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა, რომლის ღირებულებამ 1 764 688 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა