კობა გვენეტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ქვეყნის ინტერესებშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა IDFI-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამა ერთი წლით გაგრძელდა და პროგრამის ბოლო მიმოხილვა 7 აპრილს ჩატარდება.

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენატაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ პროგრამის დასრულების გადაწყვეტილება სწორედ ამ დღეს უნდა მიიღოს.

„ეს პროგრამა ჩვენთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ პროგრამის ფარგლებში საკმაოდ ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. ამ პროგრამის არსებობა ზუსტად იმაში დაგვეხმარა, რომ მაშინ, როდესაც პანდემია დაიწყო, ჩვენ დროის უმცირეს მონაკვეთში მივიღეთ მატერიალური ფინანსური დახმარება არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, არამედ სხვა დონორებისგან, რასაც სხვა შემთხვევაში - პროგრამის გარეშე - ვერ მოვახერხებდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხადრაჭეილი ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა. ეს იქნება ნადვილად წარმატებული 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით საქართველოში განახორციელდა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ უკვე 8 აპრილიდან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალ პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება.

„ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდი თანახმა იქნება ამაზე, რადგანაც ძალიან კარგად იციან, თუ რა დადებითი შედეგები მოაქვს პროგრამას. ეს არის ის ქოლგა, რომელიც ეგზოგენური, რთული სიტუაციების შემთხვევაში, ეკონომიკის დაცვას ახერხებს და, ასევე, სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში გვეხმარება. სწორეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. სირთულეები არ დადგებოდა, რომ არ ყოფილიყო პანდემია, მაგრამ, სამწუხაროდ დადგა და ჩვენ ამას ვუმკლავდებით, არა პოპულისტური გადაწყვეტილებებით, არამედ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკით“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროგრამის დაწყება ქვეყნის ინტერესებშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო