საქართველოს მთავრობამ  ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“დაამტკიცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და ბიზნესოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.

სამინისტროს ცნობით, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნას და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.

„პროექტი განსაზღვრავს რეგულირების ობიექტებს (კაკაოს ცხიმი, კაკაოს ფხვნილი, კაკაო, შოკოლადის ნაირსახეობები, შოკოლადის სხვა პროდუქტები) და მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების დასახელებების მიმართ. რეგლამენტი არეგულირებს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შემადგენლობის შესახებ.

ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდება 2023 წლის პირველი ივლისიდან. ბაზარზე უკვე არსებული კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტები, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ეტიკეტირებულია რეგლამენტის ამოქმედებამდე და არ შეესაბამება მასში განსაზღვრულ მოთხოვნებს, სარეალიზაციოდ დაიშვება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუმეტეს 2024 წლის პირველ იანვრამდე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით უკვე შემუშავებულია დარგობრივი ტექნიკური რეგლამენტები: სპირტიანი სასმელების შესახებ, ბიოწარმოების შესახებ, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, თხილის შესახებ, თაფლის შესახებ, ხორბლის ფქვილის შესახებ, ხილის წვენის და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების შესახებ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა