დავით ნარმანიამ  სემეკის წევრებთან ერთად ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ კომისიის წევრებთან ერთად სს „ენერგო-პრო გენერაციის“ ენერგეტიკულ ობიექტებზე დასრულებული სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანია ასევე, გაეცნო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს, რომელთა განხორციელება მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს.

„სემეკის თავმჯდომარე და წევრები, აპარატის თანამშრომლებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად რიონჰესზე, გუმათჰესების კასკადსა და ლაჯანურჰესზე იმყოფებოდნენ. დაათვალიერეს როგორც ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ასევე ქვესადგურები და ძალოვანი აგრეგატები (ტურბინა-გენერატორები). კომისიის წევრება ასევე, დაათვალიერა შპს „ენკა რინიუებლზის“ სამშენებლო მოედანი და სამუშაოების უზრუნველყოფის მიზნით ქსელზე მიერთების შესაძლო ვარიანტებს გაეცნო”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს