მეუფე პეტრე - თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე „უძღები შვილი“ ვარ, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო, თუ მე დავუდასტურებ, რომ ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან უნდა მოინანიოს

“უძღებმა შვილმა“ მამას მოსთხოვა მისი ქონების, წილის აღება და დამოუკიდებელი ცხოვრება. მამამ გაუშვა, მის თავისუფალ ნებას არ გაუწია წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ვერ გაართვა თავი დამოუკიდებელ ცხოვრებას „უძღებმა შვილმა“, ცოდვებში ჩავარდა, მაგრამ, შემდეგ გონს მოეგო და მამასთან სინანულით დაბრუნდა, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ საპატრიარქოსთან განაცხადა, სადაც ის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მისივე თქმით, თუ პატრიარქი დაუდასტურებს, რომ „უძღები შვილია“ , მზად არის ბოდიში მოიხადოს და შენდობა ითხოვოს.

"თუ პატრიარქი თავის თავს მამად მიიჩნევს, მივედი ე.წ.მამასთან და ვუთხარი, რომ თქვენ თუ ხართ ამ ოჯახის უფროსი, ამ ოჯახში ყველაფერი ყარს, არ არის სულიერება, არის უსამართლობა, სისტემური დანაშაული, თქვენ ეკლესიაში უზნეობას მფარველობთ, თქვენ ეკლესიაში მფარველობთ უსამართლობას, პირადი პატიმარი გყავთ, ამიტომ ეს არ არის ქრისტიანობა და დავიწყოთ ამ ოჯახის სიმყრალისგან გათავისუფლება. ამის სანაცვლოდ მამამ, თავისი ჭკუით, სახლიდან გამაგდო, რა თქმა უნდა, უკანონოდ.

თუ პატრიარქი დამიდასტურებს, რომ მე „უძღები შვილი“ ვარ, მზად ვარ მოვიხადო ბოდიში და შენდობა ვითხოვო. მე თუ დავუდასტურებ მას, რომ თავად არის „უძღები შვილი“, ღვთის წინაშე, რომელიც ღმერთს განუდგა და ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, რა თქმა უნდა, მან უნდა მოინანიოს“,- აცხადებს მეუფე პეტრე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო