პოლონეთი და ლიეტუვა - ძალისხმევას მივმართავთ, რომ 2025 და 2027 წლებში საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ

პოლონეთი და ლიეტუვა ძალისხმევას მიმართავენ, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი მიიღონ,- ამის შესახებ ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელიც 2021 წლის 26 მარტს პოლონეთის სეიმისა და სენატის და ლიეტუვას სეიმის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური კრების შემდეგ გაკეთდა. ასამბლეის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა შეეცდებიან, 2025 და 2027 წლებში ევროკავშირის საბჭოში მათი თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირთან ასოცირებულმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი და ევროკავშირში წევრობის შესახებ დაიწყონ მოლაპარაკებები.

„განცხადების მიხედვით, პოლონეთი და ლიეტუვა ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმატებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და ევროპული რუსეთის მშენებლობაში, ნაცვლად, აგრესიული, მტრული, საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევი და მუდმივად გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამომწვევი რუსეთის ფედერაციის. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთი და ლიეტუვა მკაცრად გმობენ რუსეთის ფედერაციის ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც ასამბლეის წევრების აზრით, არ შეესაბამება ევროპის საბჭოს და ეუთოს წევრების ვალდებულებებს, როგორიცაა ძირითადი თავისუფლებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, რომლებიც მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში, ჰელსინკში ხელმოწერილ დასკვნით აქტსა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტში. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეა მოუწოდებს პოლონეთისა და ლიეტუვას დელეგაციებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ითანამშრომლონ და მიიღონ საჭირო ზომები რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილი ნორმების, პრინციპებისა და ვალდებულებების დარღვევის შეფასებისა და დაგმობის მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა