თბილისის საკრებულოში ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ძიუდოს ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრები, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, თბილისის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბერძენიშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ძიუდოს ფედერაციასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს. მან ქართველ ძიუდოისტებს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა სპორტულ ფედერაციებთან. საქართველოსთვის ძიუდო ტრადიციულად სპორტის წარმატებული სახეობაა. აღსანიშნავია ის ჯანსაღი გარემო, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებობს. წელს ოლიმპიური წელია და მუნიციპალიტეტი, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტული ფედერაციებს ყველანაირად დაეხმარება”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ ფედერაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მომავალ საერთაშორისო ტურნირებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„მინდა წარმატება გისურვოთ იმ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში, რომლებიც წელს გაიმართება. კერძოდ, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში. ჩვენის მხრივ, შესაძლებლობის ფარგლებში, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას გიცხადებთ”,- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დედაქალაქში არსებული სპორტულ დარბაზებში სპორტსმენთა მომზადებაზე, სპორტკომპლექსების მშენებლობაზე და ძიუდოს ფედერაციისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. ფედერაციის პრეზიდენტმა თბილისის მუნიციპალიტეტს დახმარებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შეხვედრები სპორტულ ფედერაციებთან კამპანიურ ხასიათს ატარებს და სპორტის სხვადასხვა სახეობის ეროვნულ და თბილისის ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები იგეგმება. შედეგად, ოლიმპიური წლის გათვალისწინებით, თანამშრომლობის გაღრმავება და ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო