საპატრიარქოსთან მეუფე პეტრესა და მისი მხარდამჭერების აქცია დასრულდა

საპატრიარქოსთან მეუფე პეტრესა და მისი მხარდამჭერების აქცია დასრულდა. ადგილზე შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მეუფე პეტრეს განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ანტიქრისტიანობა არ დაუშვან და საბჭოთა მემკვიდრეობით ნასაზრდოები ეკლესიის ბატონობა დასრულდეს. მისივე თქმით, გაწმენდა და ერის გამთლიანება ეკლესიის გაჯანსაღებით უნდა დაიწყოს, როგორც ეს დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქაში მოხდა.

„დღეს ვხედავ, რომ ბოროტებამ დაივანა და გარეთა კარებზე, რომელზეც მთავარანგელოზებია გამოსახული, დაკაკუნების უფლებაც არ მოგვცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ სუფევს ანტიქრისტიანობა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ანტიქრისტიანობა არ დავუშვათ და საბჭოთა მემკვიდრეობით ნასაზრდოები ეკლესიის ბატონობა უნდა დასრულდეს.

გაწმენდა და ერის გამთლიანება უნდა დაიწყოს ეკლესიის გაჯანსაღებით, როგორც ეს მოხდა დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქაში.

ის, რომ ჩვენ საპატრიარქოს კარი არ გაგვიღეს, მანიშნებელია ცუდი ქრისტიანობის“, - აღნიშნა მეუფემ.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფებოდა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვდა. ადგილზე ხმაური იყო, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო