გია ვოლსკი -კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა

კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა - პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული "ნაცმოძრაობის" მთელი ეს აქტივი,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტზე კრემლში გაკეთებულ განცხადებებს.

ვოლსკი აცხადებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები "ვითომდა პატრიოტული მოტივებით" საქართველოს აზიანებენ.

"განცხადება გააკეთეს კრემლის წარმომადგენლებმა, მთავრობამ და უშველებელი აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსი ტურისტებისთვის, არამედ საერთოდ ტურისტებისთვის საშიში გარემოა, ექსტრემისულ ჯგუფებს აქვთ უპირატესობა და ისინი მართავენ პროცესებს საქართველოში. იმდენად შეხმატკბილებულია ეს ქმედება და შემდეგ ამ ქმედებაზე რეაგირება, რომ ეს გვაფიქრებინებს ეკონომიკური მდგომარეობის, დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთოდ პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული "ნაცმოძრაობის" მთელი ეს აქტივი. ეს ყველაფერი არის პროვოკაციის და საქართველოს დაზიანების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ვითომდა პატრიოტული მოტივებით,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ზოგიერთი მედია ცდილობს პესკოვისა და ღარიბაშვილის განცხადებებში თანხვედრა იპოვონ.

"კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაქვემდებარებული მედიასაშუალებები, მათ შორის, დამფუძნებელი ვისაც ჰყავს, ადამიანი, ვინც ბრძოლის ველზე მიატოვა ჯარისკაცების ცხედრები, რუსეთს ჩააბარა ტერიტორია და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, დღეს იმის მედია აქტიურია და ვითომ პესკოვის და ღარიბაშვილის განცხადებებში თანხვედრა და სინერგია დაინახეს, ამ დროს ვერ ხედავს იმ სინერგიას, რასაც ჰქვია პროვოკაცია და შესაბამისად, რუსეთის აქტი იმ განცხადებებისა, რომელიც ტურისტების საქართველოში შემოდინებას გადაუდგა წინ,"- განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება პოზნერის განცხადებას, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია, ვოლსკის თქმით, შსს-მ უკვე გამოაქვეყნა დაჯარიმების ოქმები.

"შსს- მ გამოაქვეყნა საბუთები დაჯარიმების თაობაზე და დაჯარიმება არ არის აქ მთავარი, აქ მთავარია ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება იმის გამოყენებით, რასაც პოზნერის ოდესღაც გაკეთებული განცხადება ჰქვია. ნებისმიერი პირი ვინც გააკეთებს ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებას, არათუ მიუღებელია ჩემთვის, მეტიც, პიროვნული დამოკიდებულება მაქვს მასთან არასატელევიზიო და მედიისთვის გაუგონარი შინაგანი განწყობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას უნდა ესროლო მუდმივად და ამაზე გქონდეს ორიენტირებული შენი მედიასაშუალება", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა