ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სხვადასხვა ინდიკატორები ბოლო ორი კვირის განმავლობაში უარესდება. როგორც მან დღეს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეპიდსიტუაციის ინდიკატორები უარესდება არა ნახტომისებურად და მკვეთრად, არამედ დინამიკაში.

“საგულისხმოა, რომ მარტის საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 1.65-ია, ის ნაკლებია, ვიდრე იყო თებერვალსა და იანვარში, თუმცა ბოლო ორი კვირა ეს მაჩვენებლი უარესდება. აქტიური შემთხვევების რიცხვიც იმატებს. ეს რაოდენობა მანიშნებელია, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა იზრდება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ყოველდღიურ ინფიცირებულთა რაოდენობა. სიკვდილიანობა კი იკლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა