ლევან იოსელიანის შეფასებით, ომბუდსმენის ანგარიშში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გამოქვეყნებული, რაც ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს

კრიტიკას კი არ უნდა უწყობდნენ სახალხო დამცველს, ეს შენიშვნები უნდა გაითვალისწინონ,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ომბუდსმენის ანგარიშში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გამოქვეყნებული, რაც ხელისუფლებამ უნდა გაიზიაროს.

"ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ის საკითხი, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ხაზს ვუსვამთ და ვითხოვთ პენსიონერებისთვის პროცენტის შემცირებას. სხვა შენიშვნებს რაც შეეხება, ეს არის პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღვევებზე, რასაც აბსოლუტურად ვიზიარებთ, საუბარია სასამართლოზე, თქვენ იცით მესამე მოსმენით მიიღეს ცვლილებები და თავისთავად ეს ჩანაწერი შეიძლება იყოს გაუმჯობესება, მაგრამ ის ვერ აუმჯობესებს მთლიანობაში სისტემას და მის მიმართ ნდობას. ეს ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის იმ ადამიანებისგან გათავისუფლებას, რომლებმაც რეპუტაციულად დაზიანეს ის. ამიტომ ყველა შენიშვნა არის მნიშვნელოვანი და კარგი იქნება თუ „ქართული ოცნება“ ამას პასუხისმგებლობით მიუდგება. კრიტიკას კი არ უნდა უწყობდნენ სახალხო დამცველს, ეს შენიშვნები უნდა გაითვალისწინონ, რადგან ის ეხება ადამიანის უფლებების შელახვას, მიყურადების საკითხებია წამოწეული, რაც ასევე პრობლემაა ჩვენს ქვეყნაში,"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა