ხათუნა ზახაშვილი - ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს

ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა, რამდენად არის რეკომენდირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა.

როგორც ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, ორსულ ქალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული.

„ცდებია ჩატარებული ცხოველებზე, რომელიც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენური ეფექტი არცერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია, რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს, თუმცა, ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ შემთხვევით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს ზახაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა