პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, „კოვიდ-19“-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, გარდა „კოვიდ-19“-ისა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომელიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, მოქალაქემ, პირველ რიგში, ჩაიტაროს კორონავირუსზე ტესტი.

„სხვა ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს ქვეყანაში. ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებენ, მათ შორის აღსანიშნავია, რომ ამ კოვიდის გარდა, ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსებიც, რინოვირუსებიცაა, ძირითადად სურდოს რომ იწვევენ. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, ჩაიტაროს კორონავირუსზე ტესტი",- განაცხადა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო