რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, კავშირის პრეზიდენტი, გიორგი კანდელაკი და ხუცესი ლევან ახალმოსულიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ 160 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

,,ღონისძიებას ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, დავით ფაცაცია, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სტუმრებს და სამომავლოდ ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს. საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა