გერმანიაში 475 ვაკანსიაზე დასაქმება საქართველოს 97 663 მოქალაქეს სურს

გერმანიაში დასაქმების სურვილი 97 663 მოქალაქემ გამოთქვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე განცხადებების მიღება გრძელდება.

მათივე ცნობით, 1-ელი აპრილის მდგომარეობით, გერმანული მხარისგან 475-მდე ვაკანსია ქალაქების - შტუტგარტის და ბრანდენბურგის დამსაქმებლებისგან არის მოწოდებული.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაგეგმილია გერმანელ დამსაქმებელთა არეალის გაფართოებაც. უახლოეს დღეებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში დაიწყება.

ცნობისთვის, დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა