ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 16 წლიდან პირების აცრა არ იგეგმება

საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებისმიერი ვაქცინით, რაც ქვეყანაში შემოვა, დაშვებული იქნება 18 წლის ასაკიდან პირებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რომლის თანახმად, „ფაიზერის“ ახალი კვლევით ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან პირებში დასაშვებია, ჩვენთან კი 18 წლამდე პირების ვაქცინაცია აკრძალულია და ხომ არ იგეგმება ზღვარის დაწევა 16 წლამდე.

მისი თქმით, მოვლენების განვითარების მიხედვით შესაძლებელია, რომ მოხდეს ასაკის ზღვარის დაწევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ფაიზერისთვის“, ახალი კვლევებით, თავიდანვე იყო შესაძლებლობა, რომ ადამიანები 16 წლიდან აცრილიყვნენ. თავიდანვე ვაქცინაზე 16 წლის ასაკის ადამიანებზე ჩატარდა კვლევები. ზოგიერთ ქვეყანაში ამ ვაქცინისთვის დასაშვებია ასაკი 16 წლიდან, საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაცია ნებისმიერი ვაქცინით, რაც ქვეყანაში შემოვა, დაშვებული იქნება 18 წლის ასაკის ზევით პირებზე.

შესაძლებელია, რომ მოვლენების განვითარების მიხედვით მოხდეს ასაკის ზღვარის დაწევა, მაგრამ არა ამ ეტაპზე“ , - განაცხადა ზახაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა