ამირან გამყრელიძე - შაბათს შემოდის ჩინური „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ვაქცინა, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკის“ ამდენივე დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შაბათს საქართველოში შემოვა 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“, რომელიც ქვეყანამ შეიძინა და კიდევ 100 ათასი დოზა ჩინური „სინოვაკი“, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა.

ამასთანავე, გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანამ თითო ჩინურ ვაქცინაში დაახლოებით, 18-20 დოლარი გადაიხადა, მაშინ როდესაც „ასტრაზენეკა“ 4-5 დოლარი, „ფაიზერი“ კი დაახლოებით 11-12 დოლარი დაუჯდა ქვეყანას.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, ის შაბათს უნდა შემოვიდეს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს აქვს 5 ვაქცინა წარმოებაში, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში ანუ გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები, ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100 000-100 000 დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გამოიყენება გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია უკვე, დაახლოებით, 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართოდ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიც არის, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის, რასაც ჯანმო განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთი არის უნგრეთის მარეგულირებელი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი წევრის და ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანმოს ავტორიზაციაზე.

წინასწარი ინფორმაციით, ადრეულ აპრილში უნდა განიხილონ და მისცეს ჯანმო-მ ავტორიზაცია, აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქართველოში.

ვაქცინების ფასები სხვადასხვა ქვეყნებისთვის სხვადასხვაა. ჩვენ „ასტრაზენეკა“ „კოვაქსის“ საშუალებით ვიყიდეთ თუ არ ვცდები, 4-5 დოლარის ფარგლებში, „ფაიზერი“ ვიყიდეთ 11-12 დოლარის ფარგლებში და ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ უფრო ძვირია და სადღაც 18-20 დოლარის ფარგლებში გვიჯდება. ზოგადად ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების და ადვილი არ არის, რომ აარჩიო ფასის მიხედვით ვაქცინა,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა