ანრი ოხანაშვილი - ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონაა შემჩნეული ოკუპანტთან კავშირში - დიდი სიამოვნებით დავიწყებდი ლუსტრაციის კანონზე მუშაობას

ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონ არის შემჩნეული ოკუპანტ სახელმწიფოსთან კავშირებში - დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, თუ საზოგადოებაში ლუსტრაციის კანონთან დაკავშირებით კონსენსუსი იქნება, ის დიდი სიამოვნებით გახდება ამ კანონის ინიციატორი. რაც შეეხება დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ მათი მადლობა არავის სჭირდება.

"არავის სჭირდება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მადლობა, შეინახონ თავისთვის. საერთოდ, არავის გვჭირდება არავის მადლობა. ჩვენ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, რომელიც არის დეოკუპაცია ჩვენი ქვეყნის და ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვისაც და ჩვენი გუნდისთვისაც.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც, მასპინძლობაც, ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია, აღარ მინდა შევიდე შეფასებებში, მაგრამ ფსევდოპატრიოტიზმია, როცა ის ხალხი აპროტესტებს რაღაცას, რომელიც თვითონ არის შემჩნეული რაღაც კავშირებში ოკუპანტ სახელმწიფოსთან - დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ერთხელ და სამუდამოდ, გავარკვიოთ ამ ქვეყანაში ვინ ვინ არის. სიამოვნებით დავსვამ ამ საკითხს, საზოგადოებამ იმსჯელოს ამ საკითხზე, საჭიროა თუ არა და მე ვფიქრობ, საჭიროა, რომ ფსევდოპატრიოტებს და ფსევდოპატრიოტიზმს წერტილი დაესვათ. ყველას უნდა დავარქვათ თავის სახელი, ვინ არის ქვეყნის ინტერესების სამსახურში და ვინ არის ფსევდოპატრიოტი, ვინ ცდილობს ყალბი პათეტიკით საზოგადოებას შეასაღოს, რომ ვითომ პატრიოტიზმის სულისკვეთებით არის გამსჭვალული, ეს საკითხი თუ გაიშლება და ამაზე იქნება ფართო კონსენსუსი საზოგადოების, დიდი სიამოვნებით ინიციატორიც ვიქნები და მომხსენებელიც,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოხმაურება მოჰყვა რუსეთშიც. დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ- მინისტრის განცხადებას, რომელმაც დაგმო "ნაციონალისტების ქმედებები".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს