ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არ განიხილება, რომ სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და არ განიხილება, რომ სავალდებულო გახდეს.

ზახაშვილს სჯერა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაციის ვალდებულების შემოტანა არ გახდება საჭირო.

„სამედიცინო დაწესებულებების მდგრადობის მიხედვით ფასდება რას შეიძლება სისტემამ და ქვეყანამ გაუძლოს. თუ სამედიცინო დაწესებულებები არ გვეყოლა კარგად მომზადებული იმისთვის, რომ მიიღოს გაზრდილი შემთხვევათა რაოდენობა სწორად, სწორად მართოს ისინი და ნაცვლად სამედიცინო მომსახურებისა, ფრონტის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები გაგვიხდნენ ავად, ნამდვილად არ არის კარგი. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია რეკომენდაციული ხასიათისაა და არ განიხილება, რომ სავალდებულო გახდეს, თუმცა, ეს თითოეული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი მზადყოფნის თემაცაა. ვფიქრობ, რომ სამედიცინო საზოგადოებას, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, აქვთ ცოტა შენელებული დამოკიდებულება დროზე ვაქცინაციის მიმართ. მჯერა, მათთან სავალდებულოობის ელემენტის შემოტანა არ გახდება საჭირო და თითოეული მათგანი გახდება იმის ნიმუში, როგორ შეუძლიათ სხვას მაგალითი მისცენ, ვაქცინაცია ჩაიტარონ და მზად დახვდნენ მორიგი შემოტევის ტალღას, რომელსაც კოვიდი გვიმზადებს," - განაცხადა ზახაშვილმა.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ზოგიერთ ქვეყანაში თავად დაწესებულებამ დაუწესა ვაქცინაციის ვალდებულება პერსონალს.

„საქართველოში კოვიდვაქცინის სავალდებულობა არ განიხილება. ჩვენთან კანონმდებლობით რამდენიმე ვაქცინაა სავალდებულო. მაგალითად აშშ-ში არ არის გრიპის ვაქცინაცია მანდატორული, მაგრამ თუ ექიმი ან ექთანი არ არის აცრილი, მას უჩერდება მუშაობის უფლება. იგივე შეიძლება საავადმყოფოს მფლობელებმა დააწესონ. იგივე რესტორნის მფლობელმა, ან ტურისტული ობიექტების და ა.შ. შეიძლება მსგავსი რეგულაციები იყოს განხილვის საგანი, მაგრამ არა კანონით", - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ისრაელში ზოგიერთი საავადმყოფოს მფლობელმა თავის პერსონალს ვაქცინაცია თვითონ მოსთხოვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს