მიხეილ სარჯველაძე პოზნერის საქართველოში ჩამოსვლაზე - პირადი შეხედულებები და მოსაზრებები, საქართველოში შემოსვლისა და გასვლის ნებართვაზე გავლენას ვერ ახდენს

პირადი შეხედულებები და მოსაზრებები, საქართველოში შემოსვლისა და გასვლის ნებართვაზე გავლენას ვერ ახდენს - ეს ასეა დღევანდელი კანონით, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საზღვარზე მყოფი მოხელე ვალდებულია, შეაფასოს თითოეული ჩამომსვლელი, მის მიერ გავრცელებული შეხედულებების მიხედვით და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მის შემოშვება-არშემოშვების შესახებ. ეს არის მცდარი და არასწორი მოსაზრება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო