გიორგი ვაშაძე - პრემიერის ერთადერთი ამოცანაა, შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა - ამით არის ნაკარნახევი მისი დესტრუქციული განცხადება

პრემიერის ერთადერთი ამოცანაა, შეინარჩუნოს საკუთარი თანამდებობა. ამით არის ნაკარნახევი მისი ეს დესტრუქციული განცხადება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უფლებას იტოვებს ოპოზიციის ახირებას არ აყვეს და უშინაარსო მოლაპარაკებებზე დრო აღარ დაკარგოს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის არასწორი როლი მოლაპარაკების პროცესს კარგად ეტყობა.

„შარლ მიშელთან კონტაქტზე პასუხისმგებელი სწორედ ეს ადამიანი იყო. დაველოდოთ ჩვენ ევროპელ, დასავლელ კოლეგებს. ასეთ მძიმე ვითარებაში, ამ პოლიტიკურ ჩიხში ისინი საქართველოს არ დატოვებენ. მათ ექნებათ საკუთარი მკაფიო პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში. ჯერ ჩვენ მზად ვართ მომდევნო რაუნდისთვის, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მედიატორებზე, ისინი რა პოზიციას გამოხატავენ“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. მან ოპოზიციის პოზიციას ახირება უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობას არ აქვს დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგოს. „უფლებას ვიტოვებთ, ოპოზიციის ახირებაზე დრო არ დავკარგოთ - ჩვენ არ გვაქვს ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა