პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის სხდომაზე ხვალ თეა ახვლედიანს მოუსმენენ

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს კიდევ ერთხელ მოუსმენენ.

2 აპრილის სხდომაზე დაგეგმილია მინისტრის მოსმენა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგებისა და გამოწვევების თემაზე. საუბარი ასევე გაიმართება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე 23 მარტსაც იმყოფებოდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით