გიორგი ვაშაძე - მმართველ გუნდთან მაქვს კითხვა - რატომ ჩათვალეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საქართველოსთვის საზიანო განცხადებები გაკეთებული, უნდა ყოფილიყვნენ პრივილეგირებულები?

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ რუს ჟურნალისტს, ვლადიმერ პოზნერს და მის სტუმრებს საქართველოში ჩამოსვლით პრივილეგიები მიანიჭეს.

მისი თქმით, იმ დროს როდესაც, „კომენდანტის საათის“ პირობებში ყველა სახლშია გამოკეტილი, მათ „ტაშ-ფანდურის“ და ქეიფის შესაძლებლობა მიეცათ.

„გუშინ ხელისუფლება მოიქცა საძაგლად, ყველზე ცუდად მოიქცა, როცა ამ ადამიანებს უფლება მისცა დაერღვიათ კარანტინი და ყველა შეზღუდვები. ყველაზე სამარცხვინო არის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ასეთ ადამიანებს პრივილეგიები მისცა. ყველა საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია „ქართული ოცნების“ მიერ სხვადასხვა პოლიტიკოსზე, ეს არის იაფფასიანი თავის მართლება, ამ ბინძური ქმედების „გასაპრავებლად“.

მმართველ გუნდთან მაქვს კითხვა - რატომ ჩათვალეს, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საქართველოსთვის საზიანო განცხადებები გაკეთებული, უნდა ყოფილიყვნენ პრივილეგირებულები? მე მაინტერესებს, ღარიბაშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ - ამ ადამიანებმა რატომ მისცენ პრივილეგიები ამ პიროვნებებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეზე შეზღუდვები დაწესდეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა