საბა ბუაძე - როცა ამბობ, რომ მოლაპარაკებები არის უსაგნო, უშინაარსო და არასაჭირო, ამით მაგიდას უყირავებ და კარს უხურავ არა ოპოზიციას, არამედ ევროკავშირს

ეს პოლიტიკურად უმწიფარი ადამიანის განცხადებაა, რომელიც მიზნად ისახავს ამ პროცესის გეგმაზომიერ ხელშეშლას, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი საბა ბუაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ „ოპოზიციის ახირებაზე, უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროს აღარ დაკარგავენ“.

როგორც ბუაძე განმარტავს, მსგავსი განცხადებები ცხადი საბოტაჟია მოლაპარაკებების პროცესისა.

„ჩვენ ვნახეთ ღარიბაშვილის და კობახიძის მხრიდან განცხადებები, რომ ბატონი დანიელსონი ხელცარიელი მიდიოდა, როდესაც ეს კაცი ჯერ კიდევ საქართველოში იყო. ამის შემდეგ ვნახეთ მეორე ვიზიტამდე ძალიან ცუდი და აგრესიული განცხადებები, რომ შესათანხმებელი არაფერია და ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არ განიხილება. ახლა უკვე, როცა ეს ადამიანი წავიდა, ირაკლი რაღიბაშვილის ეს განცხადებები ძალიან ცხადი საბოტაჟია მოლაპარაკებების პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის და ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი შარლ მიშელის პირადი მხარდაჭერით. როცა შენ ამბობ, რომ მოლაპარაკებები არ გაიმართება, ეს არის უსაგნო, უშინაარსო და არასაჭირო, ამით მოლაპარაკებების მაგიდას უყირავებ ევროკავშირს და კარს უხურავ ევროკავშირს. ეს არის ევროკავშირის მიმართ გაკეთებული ძალიან აგრესიული, ცუდი, საშიში განცხადება და არა ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა ბუაძემ.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებებს უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან 5 პუნქტიდან 3-ზე შედეგი დადგა, დანარჩენ პუნქტებთან მიმართებაში კი პროცესის გაგრძელებაა საჭირო. ბუაძე მიიჩნევს, რომ განცხადებები, რომელიც კეთდება, მოლაპარაკებების გაგრძელებას და ტოქსიკური ფონის მოხსნას ხელს არ უწყობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის არამხოლოდ პოლიტიკურად გაკოტრებული, არამედ მორალურად გაკოტრებული და ეჭვმიტანილია 15 წლის ბავშვებზე ძალადობაში თანამონაწილეობაში, ჩემი აზრით, ასეთი ყელმოღერებული არ უნდა საუბრობდეს და ის პასუხებს უნდა სცემდეს პროკურატურის მიერ დასმულ შეკითხვებს“, - განაცხადა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო