ანზორ ბიწაძე - ირაკლი კობახიძეს მინდა მოვუწოდო, თავის თავს მიხედოს, თანაგუნდელებმა არ მოაჭამონ თავი, სანამ ოპოზიციას უზრდელურად ლანძღავს

ირაკლი კობახიძეს მინდა მოვუწოდო, თავის თავს მიხედოს! თავისმა თანაგუნდელებმა არ მოაჭამონ თავი, სანამ ამ ოპოზიციას უზრდელურად ლანძღავს, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ 15 მაისს პროტესტი უნდა დაინახოს, ამის შემდეგ კი ქვეყანა სრულიად სხვა სახის საერთაშორისო ჩართულობას მიიღებს.

ირაკლი კობახიძეს მინდა მოვუწოდო, თავის თავს მიხედოს! ე მანდ, თავისმა თანაგუნდელებმა არ მოაჭამონ თავი, სანამ ამ ოპოზიციას უზრდელურად ლანძღავს. მოლაპარაკებები დროის ტყუილად დაკარგვა არის იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ადამიანებისთვის - თალაკვაძისთვის, კობახიძისთვის და ა.შ. შემოსაზღვრული აქვს, სადამდე უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები და რა ხაზთან უნდა გაჩერდნენ.

ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ვადამდელი არჩევნები მივიღოთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის საჭიროება გაიგოს. როგორ უნდა გაიგოს ბიძინამ ამის საჭიროება?! მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა, საპროტესტო აქციების ფონზე. 15 მაისს ეს უნდა დაინახოს დასავლეთმა და ჩვენ სრულიად სხვა სახის საერთაშორისო ჩართულობას მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი არაფრის დამთმობია! ღარიბაშვილი არასწორ ადგილას და არასწორ დროს მოხვედრილი ადამიანია, არც ის იცის, რა თანამდებობა უკავია და არც ის იცის, რომ სახელმწიფოს მართავს“, - განაცხადა ბიწაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა