გიგა ბოკერია პოზნერზე - ამ ადამიანის შემოშვება, პრივილეგიების მინიჭება, ესკორტით გაცილება, ივანიშვილის რეჟიმის სახეა

ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება არის ივანიშვილის რეჟიმის სახე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის მიერ საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნასა და ამით გამოწვეული პროტესტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არა ქართველი ხალხის, არამედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურშია და ამისთვის მზად არიან ქვეყნის მტრების საქმე აკეთონ.

„საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფრის ნაზავია და იმის სიმბოლოა, როგორი რეჟიმი გვყავს. როცა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროპაგანდისტს, საბჭოთა დროიდან საბჭოთა კავშირის პროპაგანდისტს, ახლა პუტინთან დაახლოებული პროპაგანდისტული ფიგურის არა მარტო შემოშვებას დათანხმდები ქვეყანაში, არამედ მიანიჭებ ისეთ პრივილეგიებს, რომელსაც არ ანიჭებ შენს მოქალაქეებს,(წელში გაწყვეტილი ეკონომიკის პირობებში ბიზნესს რას უშვებიან, ჩვეულებრივ მოქალაქეებს რას უშვებიან, ქორწილსა და დაბადების დღეს ვერ იხდიან და ამ დროს, ამ ადამიანს, რომელსაც წესით ქვეყანაშიც არ უნდა უშვებდე, მერე ამ პრივილეგიას ანიჭებ), შემდეგ უტიფრად კამპანიას იწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და კმაყოფილებას იწვევ საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლებაში, რომელიც ამბობს, რომ იქ ხალხი არ ვარგა, თორემ მთავრობა კარგი არისო, ეს არის ამ მთავრობის დიაგნოზი. ყველა ამ ადამიანის შემოშვება და შემდეგ, რაც მთავარია, პრივილეგიების მინიჭება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე უფრო წინ მათი დაყენება, ესკორტებით გაცილება, არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, რომ ისინი არ არიან ჩვენი მოქალაქეების სამსახურში, ისინი არიან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურში და ამისთვის, მზად არიან, ქვეყნის მტრების საქმე აკეთონ ყველა ფრონტზე“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა