დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს ვიცე-სპიკერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) აღმასრულებელ მდივანთან, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან არმიდა სალსია ალისჯაბანასთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ESCAP-თან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობით, აღმასრულებელი მდივნის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოსთან ეფექტურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში და განსაკუთრებით აღინიშნა თანამშრომლობა ენერგეტიკისა და სტატისტიკის სფეროში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ESCAP-მა მოამზადა მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მიღწევის საგზაო რუკა საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს ხსენებული მიზნის მიღწევისათვის კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას.

„საქართველო ჩართულია და მომავალშიც მზად არის ჩაერთოს ESCAP-ის ფარგლებში დაგეგმილ კვლევებსა და თემატურ საპილოტე პროექტებში, ასევე გამოცდილება გაუზიაროს ESCAP-ის წევრ ქვეყნებს კონკრეტული რეფორმების განხორციელების, მათ შორის სამოქალაქო აქტებისა და ქონების რეგისტრაციის კუთხით ჩატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. მხარეების მიერ ასევე განხილულ იქნა საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა ESCAP-ის 77-ე ყოველწლიურ სესიის მუშაობაში, რომელიც დაგეგმილია ონლაინ ფორმატში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა