კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილება სხვა ქვეყნებს არ უნდა ანაღვლებდეთ

რუსეთი ჯარების გადაადგილებას ახორციელებს საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში, საკუთარი შეხედულებისამებრ, ეს არავის ემუქრება და არც არავის უნდა ანაღვლებდეს - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

აქვე პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ზომებს იღებს საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პერიმეტრზე, სადაც ნატოს აქტივობები აღინიშნება.

„თქვენ იცით, რომ რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე გაიზარდა ნატოს წევრი ქვეყნების, სხვა გაერთიანებების და ცალკეული ქვეყნების შეიარაღებული ძალების აქტივობები. ეს ყველაფერი გვავალდებულებს ფხიზლად ვიყოთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მანამდე უკრაინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო