ახალგაზრდობის სააგენტომ, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, რიგით მე-12 შეხვედრა, ბოლნისში გამართა

ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართლების ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ეწვია. შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და ნაბიჯები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გადაიდგა.

ახალგაზრდობის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევა ჩატარდა, რაც მოიცავს ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლას როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდოლოგიით. სწორედ აღნიშულ კვლევას ეფუძნება, ადგილზე ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს.

შეხვედრა სტარტეგიის დოკუმენტზე ორდღიანი სამუშაო სესიებით გაგრძელდება, რომელსაც ახალგაზროდობის სააგენტოს მოწვეული ექსპერტი წარუძღვება. მასში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უშუალოდ ახალგაზრდები იქნებიან ჩართულნი.

გარდა ამისა, რეფორმის ხსნებული მიმართულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურის ორი წარმომადგენელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, „მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკად“ გადამზადების 4 ეტაპიან კურსს გადის.

სააგენტოს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობით ადგილზე მოხდა არსებული ახალგაზრდული საბჭოს განახლება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო