"ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობა „საქართველოსთვის" აქტივისტები აქციას მართავენ

"ქართული ოცნების" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები, "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები არიან შეკრებილი.

ისინი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

"ჩვენ, მოძრაობა "საქართველოსთვის”, რომლებმაც რეალურად გუშინ მთელი ღამის პროტესტის შედეგად მოვახერხეთ, რომ ქვეყნიდან გაგვეძევებინა რუსი ოკუპანტები, აქ დემონსტრაციულად ამოვედით და მთელ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, მთავარ ოკუპანტ ძალას ამ ქვეყნის და ჩვენ აქ მოვედით დემონსტრაციულად, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორი შეშინებულები არიან ეს ადამიანები. მესიჯი უნდა იყოს კონკრეტული, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი", - აცხადებს "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო